"იუნაიტედის" მოთამაშისთვის სეზონი დასრულდა - სულშერის კომენტარი

"იუნაიტედის" მოთამაშისთვის სეზონი დასრულდა - სულშერის კომენტარი

"მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ბრაიტონის" მატჩის დაწყებამდე ცოტა დრო რჩება, უკვე ცნობილია გუნდების შემადგენლობებიც.

მატჩის წინ, ოლე გუნარ სულშერმა მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა და გულშემატკივრებისთვის მოულოდნელი განცხადება გააკეთა.

ნორვეგიელი სპეციალისტის თქმით, ენტონი მარსიალისთვის სეზონი პრაქტიკულად დასრულებულია და ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ის ამ სეზონში კიდევ შეძლებს თამაშს.

"საფრანგეთის ნაკრებში, ენტონიმ კოჭი დაიჭიმა, რის გამოც რამდენიმე კვირა ვერ შეძლებს მინდორზე დაბრუნებას. ვისურვებდით, რომ მან შეძლოს ამ სეზონში ისევ თამაში, თუმცა ამაში დარწმუნებულები არ ვართ", - განაცხადა ოლემ.

ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ ვერა მარსიალი ევროპის ჩემპიონატამდე გამოჯანმრთელებას.

1 კვირის წინ
431 / 0
George
poll გამოკითხვა

რომელ ადგილზე დაასრულებს გუნდი სეზონს ?

1
2
3
4
ოთხეულს მიღმა
სულ პასუხები: 130
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ფილ ჯონსი, ენტონი მარსიალი.

red_yellow

ყვითელი და წითელი ბარათები

არავინ