სანაკრებო პაუზის შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედმა" პირველი მატჩი გამართა და "ბრაიტონთან" გამარჯვებაც მოიპოვა.
Manchester Evening News-ის ცნობით, ოლე გუნარ სულშერი ძალიან განრისხებული იყო და ეს გასახდელშიც გამოხატა.
წყაროს თქმით, ნორვეგიელი სპეციალისტი ლუკ შოზე იყო გაბრაზებული, რომელიც, თავის მხრივ, ბრუნო ფერნანდეშმა დაიცვა.
ინფორმაცია მატჩის შემდეგ სულშერმა დაადასტურა და აღნიშნა, რომ სანაკრებო შესვენების შემდეგ ასეთი რაღაცები ხშირად ხდება.
საბოლოოდ, "იუნაიტედმა" მეორე ტაიმი ბევრად კარგად ჩაატარა და ქამბექი შეასრულა.