ცნობილი ფრანგული გამოცემა L'Équipe ენტონი მარსიალის დაზიანების შესახებ უახლეს ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც მოგეხსენებათ, ფრანგმა თავდამსხმელმა სანაკრებო ბატალიების დროს ტრავმა მიიღო, სულშერის განცხადებით კი, მისი მიმდინარე სეზონში მოედანზე დაბრუნება პრაქტიკულად გამორიცხული იყო.
ფრანგული გამოცემის ცნობით კი, მარსიალი ვარჯიშს შესაძლოა აპრილის ბოლოს დაუბრუნდეს, ხოლო მაისში გუნდს სრულფასოვნად შეუერთდეს.
ენტონი მარსიალმა მიმდინარე სეზონში "წითელი ეშმაკების" მაისურით 36 მატჩი ჩაატარა, რა დროშიც 7 გოლი და 8 საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი.