გავლენიანი გამოცემის ცნობა - რა ხდება ჰოლანდზე, ვის ეძებს "იუნაიტედი"

გავლენიანი გამოცემის ცნობა - რა ხდება ჰოლანდზე, ვის ეძებს "იუნაიტედი"

ძალიან გავლენიანი ბრიტანული გამოცემის, The Athletic-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედის" საზაფხულო გეგმები შეიცვალა.

ნელ-ნელა, კლუბი ერლინგ ჰოლანდის მიმართ ინტერესს კარგავს, მთავარი მიზეზი კი მისი და მისი აგენტის ასტრონომიული მოთხოვნებია.

როგორც მოგეხსენებათ, "დორტმუნდი" ნორვეგიელის სანაცვლოდ მინიმუმ 150 მილიონ ევროს ელის, რაც ძალიან მაღალი ფასია.

წყაროს თქმით, "წითელი ეშმაკების" პრიორიტეტი ცენტრალური მცველისა და მარჯვენა გარემარბის შეძენა იქნება.

გუნდი აქტიურად აკვირდება ნიკოლა მილენკოვიჩის კანდიდატურას, რომელსაც ჰარი მაგუაიერის პარტნიორად მოიაზრებენ.

1 კვირის წინ
257 / 0
George
poll გამოკითხვა

რომელ ადგილზე დაასრულებს გუნდი სეზონს ?

1
2
3
4
ოთხეულს მიღმა
სულ პასუხები: 130
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ფილ ჯონსი, ენტონი მარსიალი.

red_yellow

ყვითელი და წითელი ბარათები

არავინ