"ბრაიტონთან" მატჩის შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედმა" სამშაბათს კამერების წინ ივარჯიშა. გუნდი ევროპა ლიგაზე "გრანადასთან" შესახვედრად ემზადება.
როგორც მოგეხსენებათ, ენტონი მარსიალმა სანაკრებო ბატალიების დროს მუხლის ტრავმა მიიღო და შესაძლოა, მთელი სეზონი გამოტოვოს.
შესაბამისად, "მანჩესტერ იუნაიტედის" ევროპა ლიგის განაცხადში სიახლეა. გუნდის განაცხადს ენტონი ელანგა შეავსებს.
ახალგაზრდა "ბ" სიაში მოხვდა, სადაც კლუბებს უეფას წესების მიხედვით უფლება აქვთ, რომ საკუთარი აკადემიის მოთამაშეები შეიყვანონ.