სულშერი შესვენების დროს მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა - ნორვეგიელის კომენტარი

სულშერი შესვენების დროს მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა - ნორვეგიელის კომენტარი

როგორც მოგეხსენებათ, "ბრაიტონთან" მატჩის შესვენებაზე "წითელი ეშმაკების" გასახდელში მცირე ინციდენტი მოხდა - მთავარ მწვრთნელი ოლე გუნარ სულშერ ნორმალურზე ხმამაღლა საუბრობდა და რამდენიმე ფეხბურთელს საკმაოდაც გაუწყრა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცმა მატჩის შემდეგ მედიასთან მომხდარი ინციდენტის შესახებ ისაუბრა.

"კამათი? ხანდახან შენს ხმას უნდა აუწიო, ხანდახან კი ჩუმად იყო. არ აქვს მნიშვნელობა რა გავაკეთე, რაც მნიშვნელოვანია ის არის, რომ გასახდელში რთული სიტუაცია იყო. არის მომენტები, როდესაც ყველა ნორმალურზე ხმამაღლა საუბრობს.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ აქვს მნიშვნელობა, რა გავაკეთე. მსგავსი ინციდენტი მიმდინარე სეზონში რამდენიმეჯერ გვქონდა" - განაცხადა სულშერმა.

მიუხედავად გასახდელში მსგავსი სიტუაციისა, "მანჩესტერ იუნაიტედმა" მეორე ტაიმში მატჩის სათავისოდ შემობრუნება და აქტივში 3 ქულის ჩაწერა მაინც შეძლო.

1 კვირის წინ
227 / 0
Luka
poll გამოკითხვა

რომელ ადგილზე დაასრულებს გუნდი სეზონს ?

1
2
3
4
ოთხეულს მიღმა
სულ პასუხები: 130
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ფილ ჯონსი, ენტონი მარსიალი.

red_yellow

ყვითელი და წითელი ბარათები

არავინ