ოლე გუნარ სულშერის სრული პრესკონფერენცია "გრანადასთან" მატჩამდე

ოლე გუნარ სულშერის სრული პრესკონფერენცია "გრანადასთან" მატჩამდე

"მანჩესტერ იუნაიტედი" ესპანეთში გასამგზავრებლად ემზადება, გუნდი ევროპა ლიგის ეგიდით "გრანადას" დაუპირისპირდება.

მატჩის წინ, ოლე გუნარ სულშერმა მედიასთან ისაუბრა და რამდენიმე საინტერესო საკითხს შეეხო. გთავაზობთ ნორვეგიელის სრულ პრესკონფერენციას.

"რეშფორდი გუნდთან ერთად მოემგზავრება, თუმცა, ხვალ გადავწყვეტთ, იქნება თუ არა ძირითად შემადგენლობაში. ვფიქრობ, რომ ის 90 წუთს ვერ ითამაშებს.

ჩემს შემადგენლობას ახლა ვერ გაგიმხელთ, ამას არ გავაკეთებ. მარკუსი ჩვენთან ერთად იქნება და გადაწყვეტილებას მივიღებთ. მსგავსი შემთხვევაა მეკარეზეც, ჩვენ ორი დიდებული კიპერი გვყავს.

გრანადას მატჩებს ვუყურე და რამდენიმე ადამიანს ვესაუბრე, რათა უფრო დეტალური ინფორმაცია მიმეღო. ეს გუნდი გამოცდილებით სავსეა. მათ ხასიათი და გამოცდილება აქვთ, რასაც მსგავსი გუნდებისგან ელი.

დიალო უახლოვდება ძირითადში თამაშს. ის ნელ-ნელა ეგუება ჩვენს სტანდარტებს. მან მილანთან კარგად ითამაშა და ახლა უფრო ხშირად იქნება ძირითადში. შესაძლოა ეს ხვალ მოხდეს ან სულაც სხვა დროს.

ეს ორმატჩიანი დუელის პირველი დაპირისპირებაა. წინ კიდევ ბევრი დიდი მატჩი გველის და ეს მუდამ თავსატეხია. ვინ შეძლებს 90 წუთი თამაშს ? ვის შეუძლია ზედიზედ 4-5 მატჩის თამაში ? ვის სჭირდება დასვენება ? ყოველ დილას სწორედ ამას ვამოწმებთ.

გრინვუდმა ბრაიტონთან გოლისას ფორვარდის ინსტიქტი გამოავლინა. ის ბევრს ვარჯიშობს და ფიქრობს. ის მუშაობს საჯარიმოში მოძრაობაზე.

ერიკ ბაიი ისევ კოტ დიუარშია. ის ვერ დაბრუნდება, სანამ კოვიდ ტესტის პასუხი უარყოფითი არ იქნება. მას ველით.

მარსიალმა დაიწყო აღდგენითი პროცესები. ძალიან გამიკვირდება, თუ მას ამ სეზონში ისევ ვიხილავთ. თუმცა, ის რაც შეიძლება მალე უნდა დაგვიბრუნდეს.

წინ კიდევ გველის მნიშვნელოვანი მატჩები, შემდეგ კი ევროპის ჩემპიონატი. გრანადამ ნაპოლი დაამარცხა, გავიდან ჯგუფიდან, შემდეგ კი მიოლდე გამოაგდო, რაც მათ დონეზე მიუთითებს. ჩვენ ფინალს ვუმიზნებთ.

ევროპა ლიგას ან შიდა ჩემპიონატს ვერ ვაქცევ პრიორიტეტად. ყოველთვის შემდეგი მატჩი არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

დე ხეა ტოპ მეკარე იყო და არის ისევ. ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს, რადგან გუნდში ის და ჰენდერსონი მყავს.

ელანგა განაცხადში იქნება, თუმცა სათადარიგო სკამზე. მას არ გაუმართლა, რადგან 2-3 თვის წინ დაზიანება მიიღო, მის მთავარ გუნდში გადმოყვანაზე მაშინ ვფიქრობდით.

ელანგას მაღალი ხარისხი გააჩნია, აქვს სისწრაფე და გააქვს გოლები. მას შეუძლია მეტოქის მოტყუება და ორივე ფეხით დარტყმა. მან უნდა გააგრძელოს მუშაობა და სწავლა. ის აქ არ არის მხოლოდ გამოცდილებისთვის, ელანგა სათამაშოდ მზად არის.

ჩვენ დავამარცხეთ სოსიედადი და მილანი სტუმრად, სახლში კი ორივესთან ფრედ ვითამაშეთ. ეს მატჩი ჩვენთვის ბევრს ნიშნავს.

როდესაც მანჩესტერ იუნაიტედის ნაწილი ხარ, ყოველთვის იქნებიან მოთამაშეები, რომლებსაც სურთ თამაში და აქ უბრალოდ განაცხადში ყოფნისთვის არ არიან.

დე ხეას მანჩესტერში ფანტასტიკური 10 წელი ჰქონდა. რომერომ ალბათ იმაზე ცოტა ითამაშა, ვიდრე იმსახურებდა. ჰენდერსონი ახლა მოვიდა და სურს თამაში. ეს ჯანსაღი კონკურენციაა.

მეკარეების ჯგუფი ძალიან მეგობრულია. ისინი ერთად უფრო ხშირად არიან და განსაკუთრებულ ურთიერთობას ამყარებენ. ყველა მათგანს სურს თამაში, მათ შორის გრანტს, ბიშოპს და რომეროს.

მე არ ვათამაშებ მოთამაშეებს, რომლებიც რისკის ქვეშ არიან. თუ მეტყვიან, რომ თამაში რისკია, მაშინ მას არ ვათამაშებ.

რეშფორდი ვარჯიშს დღეს დილას დაუბრუნდა და ვნახავთ, თუ როგორი რეაქცია ექნება დატვირთვის შემდეგ. მას სურს თამაში და ამ გუნდისთვის ყველაფრის გაღება", - განაცხადა ოლემ.

1 კვირის წინ
133 / 0
George
poll გამოკითხვა

რომელ ადგილზე დაასრულებს გუნდი სეზონს ?

1
2
3
4
ოთხეულს მიღმა
სულ პასუხები: 130
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ფილ ჯონსი, ენტონი მარსიალი.

red_yellow

ყვითელი და წითელი ბარათები

არავინ