ის, რაც ლიდერმა უნდა გააკეთოს ! - ბრუნოს შესანიშნავი სიტყვები

ის, რაც ლიდერმა უნდა გააკეთოს ! - ბრუნოს შესანიშნავი სიტყვები

FourFourTwo-სთან საუბრისას, ბრუნო ფერნანდეშმა "მანჩესტერ იუნაიტედის" სტატუსზე ისაუბრა და თანაგუნდელები "გამოაფხიზლა".

"მანჩესტერ იუნაიტედი უნდა იგებდეს ტიტულებს, მხოლოდ ეს არის ამ გუნდისთვის შესაფერისი. ნახევარფინალში გავედით, თუმცა მანჩესტერ სიტისთან დავმარცხდით, ეს საკმარისი არ არის.

ჩვენ უნდა ვიყოთ ფინალებში და გავხდეთ ჩემპიონები. ამ კლუბში სხვა რამეზე ფიქრი არ შეიძლება. უნდა მოვიგოთ მეტი მატჩი და ჩვენი თავის საუკეთესო ვერსიები", - განაცხადა მედიასთან საუბრისას პორტუგალიელმა.

შეგახსენებთ, რომ "იუნაიტედი" ხვალ, ევროპა ლიგის ეგიდით "გრანადას" დაუპირისპირდება.

1 კვირის წინ
109 / 0
George
poll გამოკითხვა

რომელ ადგილზე დაასრულებს გუნდი სეზონს ?

1
2
3
4
ოთხეულს მიღმა
სულ პასუხები: 130
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ფილ ჯონსი, ენტონი მარსიალი.

red_yellow

ყვითელი და წითელი ბარათები

არავინ