გარი ნევილი: "არ არსებობს ეჭვი, რომ ლინგარდს ეს შეუძლია"

გარი ნევილი: "არ არსებობს ეჭვი, რომ ლინგარდს ეს შეუძლია"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულმა მცველმა გარი ნევილმა Sky Sports-თან ჯესი ლინგარდის შესახებ ისაუბრა.

"ჯესი ლინგარდი ძალიან კარგი მოთამაშეა. მას დიდებული კარიერა ექნება. მანჩესტერმა ის ვესტ ჰემში სატრანსფერო ფასის ასაწევად გაუშვა.

ისინი ფიქრობენ ჯესის დაბრუნებაზე, მას ნამდვილად შეუძლია გუნდის დახმარება. თუ ჯესის თამაში სურს, ამას აუცილებლად შეამჩნევენ.

ჯესი მანჩესტერში ყველა მატჩს ნამდვილად ვერ გამართავს, მაგრამ თუ მას დაბრუნება და კონკურენცია სურს, რომ იყოს დანიელ ჯეიმსის მსგავსად, არ არსებობს ეჭვი, რომ ლინგარდს მანჩესტერში თამაში შეუძლია" - განაცხადა ნევილმა.

როგორც მოგეხსენებათ, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჯესი ლინგარდი "ვესტ ჰემში" იჯარის წესით გაუშვა, სადაც ინგლისელი საოცარ ფორმაში შევიდა. მან 8 ჩატარებულ მატჩში თავი 6 გოლით და 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

 

4 კვირის წინ
139 / 0
Luka
poll გამოკითხვა

რომელ ადგილზე დაასრულებს გუნდი სეზონს ?

1
2
3
4
ოთხეულს მიღმა
სულ პასუხები: 218
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ენტონი მარსიალი.

red_yellow

ყვითელი და წითელი ბარათები

არავინ