ბრწყინვალე სიახლე - "იუნაიტედს" მეგა ტრანსფერის შანსი გაეზარდა

ბრწყინვალე სიახლე - "იუნაიტედს" მეგა ტრანსფერის შანსი გაეზარდა

ყველაზე სანდო ბრიტანული გამოცემის, The Athletic-ის ცნობით, ჰარი კეინმა შესაძლოა "ტოტენჰემი" დატოვოს.

როგორც წყარო იუწყება, ინგლისელი მოთამაშე უკვე უკმაყოფილოა ლონდონურ გუნდში, რადგან ის წარმატების მიღწევას ვერ ახერხებს.

ჰარი გუნდს სატრანსფერო ბაზარზე დაყენებას მოსთხოვს, თუ "ტოტენჰემი" ისევ ვერ მოახერხებს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას.

შესაბამისად, "მანჩესტერ იუნაიტედის" შანსები საგრძნობლად იზრდება, რადგან ოლე გუნარ სულშერის გუნდი, შემდეგ სეზონში აუცილებლად იქნება ჩემპიონთა ლიგაზე.

თავის მხრივ, გუნდის მფლობელს, დანიელ ლევის, მინიმუმ 100 მილიონი ფუნტი სურს 27 წლის ფორვარდის სანაცვლოდ.

პრემიერ ლიგის წლევანდელ სეზონში, ჰარიმ 28 მატჩში 19 გოლს და 13 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი.

3 კვირის წინ
605 / 0
George
poll გამოკითხვა

რომელ ადგილზე დაასრულებს გუნდი სეზონს ?

1
2
3
4
ოთხეულს მიღმა
სულ პასუხები: 218
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ენტონი მარსიალი.

red_yellow

ყვითელი და წითელი ბარათები

არავინ