სულშერის კომენტარები - კავანის მომავალი, მსაჯის გადაწყვეტილება და რეაქცია

სულშერის კომენტარები - კავანის მომავალი, მსაჯის გადაწყვეტილება და რეაქცია

დღეს, ოლე გუნარ სულშერს შეუძლია მისი გუნდით იამაყოს, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ბრწყინვალე მატჩი შემოგვთავაზა და "ტოტენჰემი" დაამარცხა.

სონ ჰონ-მინის გოლის შემდეგ, "წითელმა ეშმაკებმა" 3-ჯერ შეარხიეს ლონდონელთა კარის ბადე და მასპინძლები უქულოდ დატოვეს.

მატჩის შემდეგ, "იუნაიტედის" ნორვეგიელმა მწვრთნელმა მედიასთან ისაუბრა.

"ისეთი პერფორმანსი, როგორიც დღეს კავანის ჰქონდა, რამდენიმე წელი გვაკლდა ამ კლუბში. ჩვენ დიდი ხანია არ გვყოლია მისი სტილის ფორვარდი. საიდუმლო არ არის, რომ მისი შენარჩუნება გვსურს.

თამაში ხელიდან გაგვირბის. შეიძლება ითქვას, რომ უკვე გაგვექცა - გოლი ძალიან აშკარა იყო, მსაჯებმა კი შეცდომა დაუშვეს. ეს იდეალურად სწორი გოლი იყო.

ჩვენ ტოპ რეაქცია გვქონდა, მეორე ტაიმში შესანიშნავად ვითამაშეთ. ვიგრძენით, რომ დავიჩაგრეთ, რის შემდეგაც ხასიათი გამოვავლინეთ. ვერ მივცემთ ასეთ გადაწყვეტილებებს უფლებას, რომ სეზონი გაგვიფუჭოს.

ტიტულის მოგების შანსები თეორიულად შეუძლებელი არ არის, თუმცა ამისთვის სასწაული გვჭირდება. მაგრამ, ზოგჯერ სასწაულები ხდება. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ქულების მაქსიმალური რაოდენობა მოვაგროვოთ,

ბრწყინვალე გოლები გავიტანეთ. კავანიმ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, თუ რატომ არის შესანიშნავი 9 ნომერი. გოლი ფრედმაც კი გაიტანა, ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, თუ რა კარგად ვითამაშეთ.

ადვილი არ არის, დაიტოვო მოთამაშე, რომელიც არ საუბრობს ინგლისურად და ოჯახი ახლოს არ ჰყავს. ჩვენ მისი დარჩენა გვსურს, დანარჩენი მასზეა დამოკიდებული", - განაცხადა მატჩის შემდეგ ოლემ. 

3 კვირის წინ
344 / 0
George
poll გამოკითხვა

რომელ ადგილზე დაასრულებს გუნდი სეზონს ?

1
2
3
4
ოთხეულს მიღმა
სულ პასუხები: 218
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ენტონი მარსიალი.

red_yellow

ყვითელი და წითელი ბარათები

არავინ