"დორტმუნდის" აღმასრულებელმა დირექტორმა ჰალანდზე ისაუბრა

"დორტმუნდის" აღმასრულებელმა დირექტორმა ჰალანდზე ისაუბრა

როგორც მოგეხსენებათ, ერლინგ ჰალანდი მიმდინარე სეზონში მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელია, ნორვეგიელს უამრავ გრანდს უკავშირებენ და მათ შორისაა "მანჩესტერ იუნაიტედიც".

20 წლის ტალანტის აგენტმა და მისმა მამამ რამდენიმე კვირის წინ, სხვადასხვა გუნდის წარმომადგენლებთან შეხვედრები მოაწყეს, სადაც გუნდების სამომავლო გეგემბს გაეცნენ. Sport 1 - სთან საუბრისას "დორტმუნდის" აღმასრულებელმა დირექტორმა, ამასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი.

"რაიოლას დიდი ხანია ვიცნობ. მასთან შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. ის ჩვენთვის პრობლემას არასოდეს წარმოადგენდა. ერლინგ ჰალანდი მომავალ წელსაც ყვითელი ფორმით ითამაშებს და ეს განხილვას არ ექვემდებარება" - განაცხადა მან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ გერმანული გუნდი ნორვეგიელის გაყიდვის შემთხვევაში 150 მილიონ ევროს ითხოვს.

2 დღის წინ
144 / 0
Gurika
poll გამოკითხვა

რომელ ადგილზე დაასრულებს გუნდი სეზონს ?

1
2
3
4
ოთხეულს მიღმა
სულ პასუხები: 218
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ენტონი მარსიალი.

red_yellow

ყვითელი და წითელი ბარათები

არავინ