რომელ გუნდს აჯობა "მანჩესტერმა" რონალდუს ტრანსფერში - The Athletic

რომელ გუნდს აჯობა "მანჩესტერმა" რონალდუს ტრანსფერში - The Athletic

2003 წელს "სპორტინგის" ახალგაზრდა ტალანტისთვის, კრიშტიანუ რონალდუსთვის, რამდენიმე ევროპული გრანდი იბრძოდა, მათ შორის იყვნენ "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ლივერპული".

როგორც ირკვევა 2003 წელს რონალდუს შეძენა მერსესაიდელებს შეეძლოთ, თუმცა საბოლოოდ ტრანსფერი ჩაიშალა.

The Athletics-თან საუბრისას, გუნდის ყოფილმა მწვრთნელის ასისტენტმა, ფილ ტომპსონმა, ამ თემაზე გააკეთა კომენტარი.

"სანამ რონალდუ მანჩესტერმა შეიძინა, მისი დამატება ჩვენ შეგვეძლო. ლისაბონში ვიყავი, რათა მის ტრანსფერზე მემუშავა, მისი სატრანსფერო ღირებულება მხოლოდ 4 მილიონს შეადგენდა, მაგრამ რაც შეეხება ხელფასს, მოთამაშეს წელიწადში მინიმუმ 1 მილიონი სურდა, ჩვენ 18 წლის ფეხბურთელისთვის ეს თანხა ბევრად მივიჩნიეთ. შემდეგ კი რონალდუ "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდა." - იხსნებს ტომპსონი.

ამას ემატება ისიც, რომ "ლივერპულს" მისი 2 ახალგაზრდა ტალანტი, ლე ტალეში და ფლორენტ სიმანსი ეიმედებოდათ. გუნდის წარმომადგენლები თვლიდნენ, რომ რონალდუს გადმოსვლა მათ განვითარებას შეაფერხებდა.

2 დღის წინ
130 / 0
Gurika
poll გამოკითხვა

რომელ ადგილზე დაასრულებს გუნდი სეზონს ?

1
2
3
4
ოთხეულს მიღმა
სულ პასუხები: 218
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ენტონი მარსიალი.

red_yellow

ყვითელი და წითელი ბარათები

არავინ