გულშემატკივრებმა განცხადება გაავრცელეს - 4 მთავარი მოთხოვნა

გულშემატკივრებმა განცხადება გაავრცელეს - 4 მთავარი მოთხოვნა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ქომაგები პროტესტს აგრძელებენ, მათ გლეიზერებს უკვე წამოუყენეს საკუთარი მოთხოვნები.

"არავის სურს, ოლდ ტრაფორდზე მომხდარმა შემთხვევამ რეგულარული სახე მიიღოს. ჩვენ ფანები ვართ და გვსურს, რომ გუნდს ვუგულშემატკივროთ. არ გვინდა, რომ ჩვენი დღეები პროტესტს დავუთმოთ.

თუმცა, რაც მოხდა, ეს კულმინაცია იყო, რადგან კლუბის მფლობელებს იუნაიტედი 16 წელია რეგრესისკენ მიჰყავთ. ჩვენ არ გვინდა, რომ ეს ასე გაგრძელდეს", - წერია ქომაგების განცხადებაში.

ასევე, მათ 4-პუნქტიანი მოთხოვნების სია წამოაყენეს, რომელიც ასე გამოიყურება :

  • დაბალანსდეს გუნდის ხელმძღვანელობა და უპირატესობა ქომაგებს მიენიჭოთ
  • დაინიშნონ დამოუკიდებელი დირექტორები, რომლებიც კლუბის ინტერესებზე იზრუნებენ
  • განიხილონ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი სეზონური აბონიმენტის მფლობელებთან ერთად
  • განაწილდეს კლუბის აქციები ისე, რომ სხვებსაც ჰქონდეთ ხმის მიცემის ისეთივე უფლება, როგორიც გლეიზერებს აქვთ.
2 დღის წინ
253 / 0
George
poll გამოკითხვა

რომელ ადგილზე დაასრულებს გუნდი სეზონს ?

1
2
3
4
ოთხეულს მიღმა
სულ პასუხები: 218
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ენტონი მარსიალი.

red_yellow

ყვითელი და წითელი ბარათები

არავინ