შმეიხელი ქომაგების საქციელს გამოეხმაურა - "ისინი იდიოტები არიან"

შმეიხელი ქომაგების საქციელს გამოეხმაურა - "ისინი იდიოტები არიან"

ქომაგების ოლდ ტრაფორდზე შევარდნას "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარული მეკარე, პიტერ შმეიხელი გამოეხმაურა.

დანიელმა მეკარემ ამ ხალხს იდიოტები უწოდა და აღნიშნა, რომ იქ მყოფი არც ერთი მათგანი არ არის ნამდვილი გულშემატკივარი.

"არ ვფიქრობ, რომ სტადიონზე შეჭრილი რომელიმე ადამიანი გუნდის ნამდვილი გულშემატკივარია. ისინი იდიოტები არიან, რომლებიც პრობლემებს ქმნიან.

არც ერთ მათგანს არ ემახსოვრება კარგი დრო. ზოგი დაბადებულიც კი არ იყო, როდესაც გლეიზერებმა კლუბი შეიწყიდეს. ნამდვილი ფანები გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებას, თუმცა მისაღებ დონეზე.

არ უნდა ითხოვდე იმას, რაც არარეალურია, ეს უბრალოდ სისულელეა. ზეწოლა საჭიროა, თუმცა მხოლოდ კარგი იდეებით.

ბოლო 2 კვირაში ვისწავლე, რომ თუ ჩვენ გავერთიანდებით და საპირისპირო მხარეს ვუჩვენებთ, რომ მათ იდეას არ ვემხრობით, მაშინ ამას დიდი გავლენა ექნება", - განაცხადა შმეიხელმა.

2 დღის წინ
65 / 0
George
poll გამოკითხვა

რომელ ადგილზე დაასრულებს გუნდი სეზონს ?

1
2
3
4
ოთხეულს მიღმა
სულ პასუხები: 218
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ენტონი მარსიალი.

red_yellow

ყვითელი და წითელი ბარათები

არავინ