ვინ უნდა შეიძინოს "იუნაიტედმა" - კინმა 2 მოთამაშე დაასახელა

ვინ უნდა შეიძინოს "იუნაიტედმა" - კინმა 2 მოთამაშე დაასახელა

Sky Sports-თან საუბრისას, როი კინს "მანჩესტერ იუნაიტედის" მომავალზე ჰკითხეს და დაასახელებინეს მოთამაშე, რომელიც კლუბს სჭირდება საჩემპიონოდ.

"ვფიქრობ, რომ იუნაიტედს ჯერ კიდევ სჭირდება 2 ან 3 მაღალი დონის მოთამაშე, რათა სიტის წინააღმდეგობა გაუწიოს.

გუნდს სჭირდება მსოფლიო დონის ფორვარდი, კიდევ ერთი ნახვარმცველი და ალბათ, ცენტრალური მცველიც. თუმცა, ჩემი აზრით, პრიორიტეტი ფორვარდი და ნახევარმცველი უნდა იყოს.

ბოლო პერიოდში დავფიქრდი და ვთვლი, რომ იუნაიტედს შეტევაში ჰარი კეინი სჭირდება, გუნდმა ის ნებისმიერ ფასად უნდა შეიძინოს. 

ხოლო ნახევარდაცვაში, ჩემი რჩეული ჯეკ გრილიშია. იუნატედს განსაკუთრებული მოთამაშეები სჭირდება, გრილიში კი სწორედ ასეთია.

ფანებს ის ძალიან შეუყვარდებოდათ. ჯეკში ყველაზე მეტად ამას ვაფასებ, ის დიდი სითამამით გამოირჩევა და მჭიდრო სივრცეებში ბურთის მისაღებად მზად არის", - დასძინა კინმა.

2 დღის წინ
272 / 0
George
poll გამოკითხვა

რომელ ადგილზე დაასრულებს გუნდი სეზონს ?

1
2
3
4
ოთხეულს მიღმა
სულ პასუხები: 218
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ენტონი მარსიალი.

red_yellow

ყვითელი და წითელი ბარათები

არავინ