გლეიზერების გეგმა ცნობილია - The Guardian

გლეიზერების გეგმა ცნობილია - The Guardian

"მანჩესტერ იუნაიტედის" ქომაგებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს, სტადიონზე შეცვივდნენ და მატჩიც ჩაშალეს, თუმცა, როგორც ჩანს, უშედეგოდ.

გავლენიანი ბრიტანული ტაბლოიდის, The Guardian-ის თქმით, გლეიზერების ოჯახი არ გეგმავს "მანჩესტერის" გაყიდვას.

მეტიც, მფლობელების გეგმაა, რომ "იუნაიტედის" ღირებულება 3 მილიარდი ფუნტიდან 10 მილიარდამდე გაზარდონ.

შესაბამისად, "იუნაიტედის" შეძენის ნებისმიერ მსურველს გაუჭირდება მოლაპარაკებების წარმოება - "მანჩესტერი" არ იყიდება.

შეგახსენებთ, რომ გლეიზერებმა კლუბის წილი პირველად 2003 წელს შეიძინეს (2.3%), ახლა კი ისინი 98%-ის მფლობელები არიან.

1 დღის წინ
230 / 0
George
poll გამოკითხვა

რომელ ადგილზე დაასრულებს გუნდი სეზონს ?

1
2
3
4
ოთხეულს მიღმა
სულ პასუხები: 218
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ენტონი მარსიალი.

red_yellow

ყვითელი და წითელი ბარათები

არავინ