რას გეგმავენ "მანჩესტერის" ქომაგები - The Times

რას გეგმავენ "მანჩესტერის" ქომაგები - The Times

"მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრები, რომლებმაც კვირას "ოლდ ტრაფორდზე" "ლივერპულთან" დაპირისპირება ჩაშალეს, ამ სეზონის კიდევ ორ თამაშზე აპირებენ დემონსტრირებას.

უკმაყოფილება კლუბის მფლობელების მიმართ იყო გამოთქმული. რამდენიმე ასეული ქომაგი მოედანზე შეიჭრა და შეხვედრა ჩაშალა, მათი მიზანიც ეს იყო, მატჩის გადადება და კლუბის მფლობელების ყურადღების მიქცევა.

გულშემატკივრები, რომლებიც "ოლდ ტრაფორდზე" შეიჭრნენ, კვირის სცენების გამეორებას 12 მაისს გეგმავენ, ოლდ ტრაფორდზე "ლესტერთან" დაპირისპირების წინ, ნათქვამია Times- ში. ასევე იგეგმება თამაშის ჩაშლა "ლივერპულთანაც", როდესაც ამ უკანასკნელის ჩატარების თარიღი გამოცხადდება.

აღსანიშნავია, რომ "იუნაიტედის" ქომაგებმა კლუბის მფლობელებს ღია წერილით მიმართეს, სადაც ოთხპუნქტიანი გეგმა წარუდგინეს და შესთავაზეს გზა, რათა თავიდან აეცილებინათ მსგავსი სცენები.

ოთხპუნქტიანი გეგმა ითხოვს კლუბის მფლობელებს ჩაერთონ მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტში, დამოუკიდებელი დირექტორების დანიშვნა საბჭოში; ორ დონიანი აქციების შეცვლა და სეზონური ბილეთების მფლობელებთან კონსულტაციები ნებისმიერ სამომავლო გეგმებზე, რომლებიც აპირებენ მონაწილეობა მიიღონ ისეთ პოექტებში როგორიც ევროპის სუპერ ლიგაა.

.

1 თვის წინ
147 / 0
poll გამოკითხვა

რომელ ადგილზე დაასრულებს გუნდი შემდეგ სეზონს ?

1
2
3
4
ოთხეულს მიღმა
სულ პასუხები: 6
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ენტონი მარსიალი, ფილ ჯონსი, ჰარი მაგუაიერი.

red_yellow

ყვითელი და წითელი ბარათები

არავინ