რა ესროლეს ქომაგებმა შოს მატჩისას - ინგლისელის დასაფასებელი სიტყვები (ვიდეო)

ოლდ ტრაფორდზე გულშემატკივრები დაბრუნდნენ, "ფულემთან" ჩატარებულ მატჩს დაახლოებით 10,000 ქომაგი დაესწრო.

მატჩის მიმდინარეობისას, "მანჩესტერ იუნაიტედის" მარცხენა მცველი, ლუკ შო, კუთხურს აწოდებდა, რა დროსაც მას ტრიბუნებიდან შარფი ესროლეს.

ეს შარფი ოქროსფერ და მწვანე ფერებში იყო, რაც, როგორც მოგეხსენებათ, ანტი-გლეიზერული მოძრაობის მთავარი სიმბოლოა.

როგორც უცხოელი ქომაგები წერენ, ადამიანი, რომელმაც შოს შარფი გადაუგდო, დაცვის წევრებმა მოედნიდან გაიყვანეს.

თავის მხრივ, ინგლისელი ჟურნალისტის თქმით, ამ ადამიანმა ეს ყოველგვარი უხეშობის გარეშე გააკეთა, თუმცა ის მაინც გაიყვანა დაცვამ, რა დროსაც ქომაგი ყვიროდა, რომ 3 წლით სტადიონზე აღარ შეუშვებდნენ.

"ყველაფერი მესმის, ოლდ ტრაფორდზე პირველი მატჩი იყო და ქომაგებს ემოციები მოაწვათ. ვიცი, რომ მას ეს აგრესიულად არ გაუკეთებია.

ყველაფერს გავაკეთებ, რათა ვინმეს გავესაუბრო და მისი ეს პრობლემა მოვაგვარო", - განაცადა მატჩის შემდეგ შომ.

2 თვის წინ
216 / 0
poll გამოკითხვა

რომელ ადგილზე დაასრულებს გუნდი შემდეგ სეზონს ?

1
2
3
4
ოთხეულს მიღმა
სულ პასუხები: 65
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარკუს რეშფორდი.

red_yellow

ყვითელი და წითელი ბარათები

არავინ