რომელი ნომერი შესაძლოა მოირგოს სანჩომ - 3 ალტერნატივა

რომელი ნომერი შესაძლოა მოირგოს სანჩომ - 3 ალტერნატივა

როგორც მოგეხსენებათ, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი სამიზნე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ჯეიდონ სანჩოა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "წითელმა ეშმაკებმა" ინგლისელ შემტევთან პირადი საკითხები მოაგვარეს, ამჟამად კი მხოლოდ გუნდთან შეთანხმება დარჩა.

ცნობილი ვებსაიტი Tribuna.com გვთავაზობს 4 სავარაუდო ნომერს, რომელიც შესაძლოა ჯეიდონ სანჩომ "მანჩესტერის" რიგებში მოირგოს.

ვარიანტი 1: ნომერი 11

ამჟამად, 11 ნომრიანი მაისური მეისონ გრინვუდს ეკუთვნის, თუმცა კლუბს ენტონი მარსიალი დიდი ალბათობით დატოვებს, შესაბამისად მეისონი 9-ნომრიან მაისურს აიღებს, ნომერი 11 კი თავისუფალი გახდება.

ვარიანტი 2: ნომერი 18

სანჩო წარსულში "დორტმუნდის" 18 ნომრიან მაისურს ფლობდა, "მანჩესტერ იუნაიტედში" ეს ნომერი ბრუნო ფერნანდეშს ეკუთვნის, თუმცა ხუან მატას წასვლის შემთხვევაში პორტუგალიელი 8-ნომრიან მაისურს აირჩევს, შესაბამისად 21 წლის შემტევისთვის ნომერი 18 გათავისუფლდება.

ვარიანტი 3: ნომერი 15

ჯეიდონ სანჩო "მანჩესტერ სიტის" ახალგაზრდულ გუნდში სწორედ 15-ნომრიანი მაისურით გამოდიოდა, "მანჩესტერ იუნაიტედში" კი ეს ნომერი თავისუფალია.

ბოლოს 15-ნომრიანი მაისური "წითელი ეშმკაების" რიგებში ანდრეას პერეირას და დალეი ბლინდს ჰქონდათ.

1 კვირის წინ
322 / 0
Chituna
poll გამოკითხვა

რომელ ადგილზე დაასრულებს გუნდი შემდეგ სეზონს ?

1
2
3
4
ოთხეულს მიღმა
სულ პასუხები: 6
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ენტონი მარსიალი, ფილ ჯონსი, ჰარი მაგუაიერი.

red_yellow

ყვითელი და წითელი ბარათები

არავინ