"იუვეს" რონალდუს გაცვლა სურს - იტალიელები 4 მანჩესტერელს განიხილავენ

"იუვეს" რონალდუს გაცვლა სურს - იტალიელები 4 მანჩესტერელს განიხილავენ

კრიშტიანუ რონალდუს "იუვენტუსის" დატოვება სურს, 36 წლის პორტუგალიელი აქტიურად ფიქრობს იტალიის დატოვებას.

როგორც ცნობილია, რონალდუს "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება სურს და მზად არის, რომ ამის გამო ხელფასი დაიკლოს.

Express-ის ინფორმაციით, "ბებერი ქალბატონი" მზად არის რონალდუს გასაშვებად, სანაცვლოდ კი "იუნაიტედის" რამდენიმე მოთამაშე სურს.

იტალიური კლუბი განიხილავს პოლ პოგბას, ენტონი მარსიალის, დონი ვან დე ბეეკის და დავიდ დე ხეას კანდიდატურას.

რა თქმა უნდა, განიხილება არა ოთხივე მოთამაშის, არამედ 1 ან 2 ფეხბურთელის გაცვლა პორტუგალიელ ლეგენდაში.

ჯერჯერობით, ოთხივე მოთამაშის მომავალი ბურუსით არის მოცული და შესაძლოა, მათ ოლდ ტრაფორდი დატოვონ.

1 კვირის წინ
173 / 0
George
poll გამოკითხვა

რომელ ადგილზე დაასრულებს გუნდი შემდეგ სეზონს ?

1
2
3
4
ოთხეულს მიღმა
სულ პასუხები: 6
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ენტონი მარსიალი, ფილ ჯონსი, ჰარი მაგუაიერი.

red_yellow

ყვითელი და წითელი ბარათები

არავინ