ლუკაკუს შესანიშნავი ჟესტი - რა გააკეთა ბელგიელმა გოლის შემდეგ (ვიდეო)

როგორც იცით, ამ წუთებში მიმდინარეობს ევროპის ჩემპიონატის B ჯგუფის მატჩი, სადაც ბელგიის ნაკრები რუსეთს ამარცხებს, ანგარიშით - 1:0.

"წითელმა ეშმაკებმა" მეტოქეს თავიდანვე გაუტანეს და გოლის ავტორი რომელუ ლუკაკუა, რომელმაც რუსი მცველების შეცდომით ისარგებლა.

საინტერესოა, რომ გოლის აღნიშვნისას, რომელუმ კამერასთან მიირბინა და შემდეგი რამ დაიყვირა:

"კრის, მიყვარხარ და გამაგრდი!"

ბუნებრივია, ახალგაზრდა თავდამსხმელის ეს ჟესტი მისი თანაკლუბელის, კრისტიან ერიქსენის ამბავს ეხებოდა. შეგახსენებთ, რომ ერიქსენმა დანია-რუსეთის მატჩის მიმდინარეობისას გონება დაკარგა და მთელი პლანეტა შეაშინა, თუმცა ახლა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

1 თვის წინ
403 / 0
George
poll გამოკითხვა

რომელ ადგილზე დაასრულებს გუნდი შემდეგ სეზონს ?

1
2
3
4
ოთხეულს მიღმა
სულ პასუხები: 65
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარკუს რეშფორდი.

red_yellow

ყვითელი და წითელი ბარათები

არავინ