სამედიცინო შემოწმება გავლილია - ტრანსფერი მალე დადასტურდება

სამედიცინო შემოწმება გავლილია - ტრანსფერი მალე დადასტურდება

ძალიან გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტის ფაბრისიო რომანოს თქმით, "მანჩესტერ იუნაიტედი" სულ მალე პირველ ტრანსფერს გააოფიციალურებს.

წყაროს ცნობით, ტომ ჰიტონმა დღეს სამედიცინო შემოწმება გაიარა და ინგლისელი მეკარე "იუნაიტედს" მალე შეუერთდება.

ჰიტონმა "ასტონ ვილა" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, შესაბამისად "წითელი ეშმაკები" მას უფასოდ დაიმატებენ.

წყაროს ცნობით, ჰიტონი "იუნაიტედთან" 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და გუნდს ხელშეკრულების 1 წლით გახანგრძლივების პუნქტიც ექნება.

შეგახსენებთ, რომ ჰიტონი "იუნაიტედის" რიგებში 2005-10 წლებშიც ირიცხებოდა, თუმცა ოფიციალურ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.

ინგლისელი მეკარე გუნდში სერხიო რომეროს შემცვლელად მოდის და მე-3 მეკარის ვაკანტურ პოზიციას დაიკავებს.

1 თვის წინ
354 / 0
George
poll გამოკითხვა

რომელ ადგილზე დაასრულებს გუნდი შემდეგ სეზონს ?

1
2
3
4
ოთხეულს მიღმა
სულ პასუხები: 65
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარკუს რეშფორდი.

red_yellow

ყვითელი და წითელი ბარათები

არავინ