რუნი: "პიკეს მანჩესტერული კარიერა ამ მატჩში დასრულდა"

რუნი: "პიკეს მანჩესტერული კარიერა ამ მატჩში დასრულდა"

"მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისური ფეხბურთის ლეგენდამ, უეინ რუნიმ, The Sunday Times-თან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.

"შრეკმა" გაიხსენა შეხვედრა, რომლის გამოც ხერარდ პიკემ ნისლიანი ალბიონი დატოვა და "ბარსელონაში" გადაბარგდა.

"ბოლტონთან გასვლაზე წაგებულმა თამაშმა პიკეს მანჩესტერული კარიერა ფაქტობრივად დაასრულა.

ხერარდი ახალგაზრდა იყო, იმ მატჩში ძალიან დაიჩაგრა და ფერგიუსონი სწორედ იქ მიხვდა, რომ ის ფიზიკურად მზად არ იყო.

მახსოვს, ნემანია ვიდიჩი ბოლტონთან საგარეო მატჩამდე 2-3 დღეს ზედიზედ სავარჯიშო დარბაზში ატარებდა და არანორმალურ დატვირთვას იღებდა. იგივე ხდებოდა დიდიე დროგბასთან დაპირისპირების წინაც." - განაცხადა რუნიმ.

უენის მიერ გახსენებული შეხვედრა "წითელმა ეშმაკებმა" ნიკოლა ანელკას გოლით წააგეს და იგი სწორედ პიკეს შეცდომის შედეგად გავიდა. ხერარდმა იმდენად ცუდი შთაბეჭდილება დატოვა, რომ ის ფერგიუმ 59-ე წუთზე შეცვალა.

1 თვის წინ
105 / 0
George
poll გამოკითხვა

რომელ ადგილზე დაასრულებს გუნდი შემდეგ სეზონს ?

1
2
3
4
ოთხეულს მიღმა
სულ პასუხები: 65
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარკუს რეშფორდი.

red_yellow

ყვითელი და წითელი ბარათები

არავინ