პირველი შეხვედრა - "იუნაიტედი" აგენტებთან მუშაობას იწყებს

პირველი შეხვედრა - "იუნაიტედი" აგენტებთან მუშაობას იწყებს

პრესაში ძალიან ბევრს წერენ "მანჩესტერ იუნაიტედისა" და რაფაელ ვარანის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე, თავად ფეხბურთელს ინგლისში გადასვლა სურს.

Daily Mirror-ის ცნობით, უახლოეს მომავალში ვარანის აგენტები "იუნაიტედის" წარმომადგენლებს შეხვდებიან.

ცოტა ხნის წინ მადრიდის "რეალმა" დაბლოკა პრემიერ ლიგის გიგანტის ოფიციალური შემოთავაზება, რადგან კლუბს ვარანის 80 მილიონ ევროდ გაყიდვა სურს, ხოლო მანჩესტერელები რაფაში 50 მილიონს იხდიდნენ.

აღსანიშნავია, რომ 28 წლის ფეხბურთელს არ სურს "ბლანკოსთან" კონრაქტის გახანგრძლივება და მისი მიზანი, ახალ კლუბში გადასვლაა.

გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდელთა 5 ნომრის გადაბირება "პსჟ"-საც სურს.

 

 

1 თვის წინ
165 / 0
Rashford
poll გამოკითხვა

რომელ ადგილზე დაასრულებს გუნდი შემდეგ სეზონს ?

1
2
3
4
ოთხეულს მიღმა
სულ პასუხები: 65
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარკუს რეშფორდი.

red_yellow

ყვითელი და წითელი ბარათები

არავინ