უსრულებენ თუ არა ოლეს სურვილებს - ვისი ტრანსფერები შეუკვეთა სულშერმა

უსრულებენ თუ არა ოლეს სურვილებს - ვისი ტრანსფერები შეუკვეთა სულშერმა

ძალიან სანდო გამოცემის, ESPN-ის ინფორმაციით, ოლე გუნარ სულშერმა გუნდს ზაფხულისთვის 5 ტრანსფერი შეუკვეთა.

მარჯვენა მცველი, ცენტრალური მცველი, საყრდენი ნახევარმცველი, ვინგერი და ფორვარდი - ეს ის პოზიციებია, რომელთა გაძლიერებაც ნორვეგიელს სურდა.

ამ ეტაპზე, გუნდმა მას ორი სურვილი დაუკმაყოფილა. ვინგერის პოზიცია ჯეიდონ სანჩოთი გაძლიერდა, ცენტრალურ მცველად კი, ძალიან დიდი ალბათობით, რაფაელ ვარანს ვიხილავთ.

მარჯვენა მცველის პოზიციაზე გუნდი კირან ტრიპიეს დამატებას ცდილობს აქტიურად, საყრდენ ზონაში ედუარდო კამავინგას და დეკლან რაისი კანდიდატურა განიხილება.

რაც შეეხება ფორვარდს, ჯერჯერობით, "იუნაიტედი" ამ პოზიციის გაძლიერებაზე არ ფიქრობს.

სავარაუდოა, რომ ოლეს 5 სასურველი ტრანსფერიდან მინიმუმ 3 შესრულდება.

 
4 დღის წინ
263 / 0
George
poll გამოკითხვა

რომელ ადგილზე დაასრულებს გუნდი შემდეგ სეზონს ?

1
2
3
4
ოთხეულს მიღმა
სულ პასუხები: 65
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარკუს რეშფორდი.

red_yellow

ყვითელი და წითელი ბარათები

არავინ