“სიტი” სატრანსფერო ბრძოლაში “მანჩესტერს” შეეცილება

“სიტი” სატრანსფერო ბრძოლაში “მანჩესტერს” შეეცილება

"საუთჰემპტონის" შემტევი, დენი ინგსი მომავალი სეზონიდან გულშემატკივარმა ორი "მანჩესტერული" კლუბიდან შესაძლოა ერთერთში იხილოს.

ცნობილი გამოცემის, Talksport-ის ცნობით, 28 წლის ფეხბურთელს სურს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" ან "მანჩესტერ სიტის" შეუერთდეს. მის მიმართ დაინტერესება სწორედ აღნიშნული კლუბებიდან მოდის.

ინგსმა მის ამჟამინდელ გუნდს ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარი უთხრა, ხოლო მიმდინარე ხელშეკრულებით ის "საუთჰემპტონის" ღირსებას მომავალი წლის ზაფხულამდე დაიცავს.

ინგსს ახალი გამოწვევების მიღება და ტიტულებისთვის ბრძოლა სურს. მისთვის პრიორიტეტული ნაბიჯი სწორედ "წითელი ეშმაკების" ან "ქალაქელების" რიგებში ასპარეზობა იქნება.

3 დღის წინ
224 / 0
Gurika
poll გამოკითხვა

რომელ ადგილზე დაასრულებს გუნდი შემდეგ სეზონს ?

1
2
3
4
ოთხეულს მიღმა
სულ პასუხები: 65
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარკუს რეშფორდი.

red_yellow

ყვითელი და წითელი ბარათები

არავინ