"იუნაიტედმა" ბუნდესლიგის ვარსკვლავს კონტრაქტი შესთავაზა - Bild

"იუნაიტედმა" ბუნდესლიგის ვარსკვლავს კონტრაქტი შესთავაზა - Bild

საკმაოდ გავლენიანი გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ლეონ გორეცკას კონტრაქტი შესთავაზა.

"ბაიერნის" და გერმანიის ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს ხელშეკრულება 2022 წელს ეწურება, ახალ კონტრაქტს კი, ჯერჯერობით, არ აფორმებს.

მიუნხენელებს გერმანელის შენარჩუნება ძალიან სურთ, მაგრამ მას დამაკმაყოფილებელ პირობებს ვერ სთავაზობენ.

საპირისპიროდ, "იუნაიტედი" მზად არის გორეცკას მოთხოვნები დააკმაყოფილოს და მომავალ სეზონში ის უფასოდ დაიმატოს.

აღსანიშნავია, რომ გორეცკა "ბაიერნსაც" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, მას შემდეგ, რაც "შალკესთან" კონტრაქტზე უარი განაცხადა.

2 დღის წინ
230 / 0
George
poll გამოკითხვა

რომელ ადგილზე დაასრულებს გუნდი შემდეგ სეზონს ?

1
2
3
4
ოთხეულს მიღმა
სულ პასუხები: 65
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარკუს რეშფორდი.

red_yellow

ყვითელი და წითელი ბარათები

არავინ