ლინგარდს მსურველები არ აკლია - ვის უნდა მისი ტრანსფერი

ლინგარდს მსურველები არ აკლია - ვის უნდა მისი ტრანსფერი

"მანჩესტერ იუნაიტედის" ინგლისელ ნახევარმცველს ჯესი ლინგარდს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე არაერთი მსურველი ყავს.

როგორც მოგეხსენებათ, მან 2020/21 სეზონი განათხოვრების წესით "ვესტ ჰემში" გაატარა, "ჩაქუჩებს" კვლავ სურთ ჯესის მათ გუნდში ხილვა, თუმცა ამჯერად არა იჯარის წესით, არამედ მისი შეძენით.

ცნობილი გამოცემის The Sun-ის ცნობით, ლინგარდის დამატება "ვესტ ჰემთან" ერთად "ევერტონსაც" სურს და მასთან დაკავშირებით "წითელ ეშმაკებთან" მოლაპარაკებების დაწყებას აპირებს.

თუმცა, დიდი ალბათობით 28 წლის ნახევარმცველი "მანჩესტერს" მაინც არ დატოვებს, რადგან რამდენიმე დღის წინ სულშერმა მის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯესი გუნდის გეგმებში შედის და მისი კლუბიდან გაშვება ნაკლებად სავარაუდოა.

3 დღის წინ
111 / 0
Gurika
poll გამოკითხვა

რომელ ადგილზე დაასრულებს გუნდი შემდეგ სეზონს ?

1
2
3
4
ოთხეულს მიღმა
სულ პასუხები: 65
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარკუს რეშფორდი.

red_yellow

ყვითელი და წითელი ბარათები

არავინ