დარჩება თუ არა პოგბა "მანჩესტერში" - ფრანგის სურვილი ცნობილია

დარჩება თუ არა პოგბა "მანჩესტერში" - ფრანგის სურვილი ცნობილია

როგორც მოგეხსენებათ, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მედიაში აქტიურად იწერება "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველის, პოლ პოგბას "პსჟში" გადაბარგების შესახებ.

რამდენიმე გავლენიანი გამოცემის ცნობით, ფრანგულ და ინგლისურ კლუბებს შორის 28 წლის ნახევარმცველის მომავლის თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ცნობილი წყარო, Daily Mail ფრანგი მოთამაშის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.

ბრიტანული გამოცემის ცნობით, პოგბა "იუნაიტედში" დარჩენის სურვილს არ გამოთქვამს, მას გუნდთან ხელშეკრულება 2022 წლის ივნისში ეწურება და დიდი ალბათობით მიმდინარე ზაფხულს "მანჩესტერს" ფრანგის გაყიდვა მოუწევს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში პოგბას მომავალი წლის სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბის დატოვება თავისუფალი აგენტის სახელით შეეძლება.

3 დღის წინ
334 / 0
Gurika
poll გამოკითხვა

რომელ ადგილზე დაასრულებს გუნდი შემდეგ სეზონს ?

1
2
3
4
ოთხეულს მიღმა
სულ პასუხები: 65
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარკუს რეშფორდი.

red_yellow

ყვითელი და წითელი ბარათები

არავინ