ჯეიდონ სანჩო ჯერ კიდევ არ წარუდგენია "მანჩესტერ იუნაიტედს", მის სათამაშო ნომერზე კი ბევრი საუბარი მიდის.
2020 წელს, "ეშმაკები" ინგლისელს 7-ნომრიან მაისურს დაპირდნენ, რომელიც ახლა ედინსონ კავანის მფლობელობაშია.
ენდი მიტენის და National News-ის ინფორმაციით, სანჩო პირველ მანჩესტერულ სეზონს 16-ნომრიანი მაისურით ჩაატარებს.
16 ნომერს ატარებდნენ ლეგენდარული როი კინი და მაიკლ კერიკიც, ხოლო სულ ბოლოს მისი მფლობელი მარკოს როხო გახლდათ.
სავარაუდოა, რომ კავანი მომდევნო სეზონის ბოლოს "იუნაიტედს" დატოვებს, სანჩო კი სანუკვარ ნომერს მიიღებს.