talkSPORT-ის ექსკლუზიური ინფორმაციის თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედი" რუბენ ნევეშის დამატების მთავარი ფავორიტია.
"ვულვზის" პორტუგალიელი მოთამაშის შეძენას "არსენალიც" ცდილობს, თუმცა რბოლის ლიდერი ოლე გუნარ სულშერის გუნდია.
ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერის დახურვის და რაფა ვარანის თითქმის შეძენის შემდეგ, "იუნაიტედის" გეგმებში ცენტრალური ნახევარმცველის დამატებაა, ერთ-ერთი კანდიდატი კი ნევეშია.
დეკლან რაისის მაღალი ფასიდან და ედუარდო კამავინგას სურვილებიდან გამომდინარე, კლუბი ნევეშის დამატებას შეეცდება.
მედიაში გავრცელებული ცნობით, "მგლები" რუბენის სანაცვლოდ 35 მილიონ ფუნტს ელიან.