"იუნაიტედის" შეთავაზება "ბაიერნს" - რა გადაწყვეტილება მიიღეს გერმანელებმა

"იუნაიტედის" შეთავაზება "ბაიერნს" - რა გადაწყვეტილება მიიღეს გერმანელებმა

როგორც მოგეხსენებათ, პოლ პოგბას "იუნაიტედთან" ხელშეკრულება 2022 წელს ეწურება, ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ უშედეგოდ.

აქედან გამომდინარე, "მანჩესტერი" აქტიურად ეძებს მოთამაშეს, რომელიც მოახერხებს პოგბას ღირსეულად ჩანაცვლებას და "წითელი ეშმაკები" ერთ-ერთ ვარიანტად გორეცკას განიხილავენ.

ცნობილი გამოცემის Bild-ის ინფორმაციით, "იუნაიტედმა" გორეცკას სანაცვლოდ "ბაიერნს" წინადადებით მიმართა და ნახევარმცველს იმაზე ბევრად კარგი პირობები შესთავაზა, ვიდრე გერმანული კლუბი ახალ კონტრაქტში სთავაზობს.

თუმცა ამავე წყაროზე დაყრდნობით, "ბაიერნის" ხელმძღვანელები გორეცკას გუნდიდან გაშვებას არ აპირებენ და მიუხედავად იმისა, რომ 26 წლის ფეხბურთელს გუნდთან კონტრაქტი შემდეგ წელს ეწურება და ჯერ-ჯერობით გახანგრძლივებას არ აპირებს, გერმანული კლუბი მის გაყიდვას მაინც არ გეგმავს.

1 თვის წინ
252 / 0
Gurika
poll გამოკითხვა

რომელ ადგილზე დაასრულებს გუნდი სეზონს ?

1
2
3
4
ოთხეულს მიღმა
სულ პასუხები: 71
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარკუს რეშფორდი, ალექს ტელეში, ამად დიალო.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

აარონ ვან-ბისაკა (ჩემპიონთა ლიგა).