ყველაფერი გარკვეულია - რა ნომრით ითამაშებს რონალდუ "იუნაიტედში"

ყველაფერი გარკვეულია - რა ნომრით ითამაშებს რონალდუ "იუნაიტედში"

დიახ, დიახ და დიახ, კრიშტიანუ რონალდუ "მანჩესტერ იუნაიტედში" ლეგენდარული 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, ეს ყველაფერი კი დანიელ ჯეიმსის ტრანსფერის დამსახურებაა.

როგორც უკვე მოგახსენეთ, ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ უელსელი ფეხბურთელი 30 მილიონის სანაცვლოდ "ლიდსს" შეუერთდება.

პრემიერ ლიგის წესდებიდან გამომდინარე, ფეხბურთელს უფლება აქვს, რომ რეგისტრაციის შემდეგ ნომერი შეიცვალოს, თუ რომელიმე სხვა ფეხბურთელი კლუბს დატოვებს და ციფრი ვაკანტური გახდება.

აქედან გამომდინარე, ედინსონ კავანი ჯეიმსის 21-ნომრიან მაისურს მოირგებს. აღსანიშნავია ისიც, რომ "ელ მატადორი" სწორედ ამ ნომრით თამაშობს ურუგვაის ნაკრებში.

საპირისპიროდ, რონალდუს 7 ნომერი ხელში ჩაუვარდება და CR7-ის ხაზი გაგრძელდება.

2 კვირის წინ
679 / 0
George
poll გამოკითხვა

რომელ ადგილზე დაასრულებს გუნდი სეზონს ?

1
2
3
4
ოთხეულს მიღმა
სულ პასუხები: 71
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარკუს რეშფორდი, ალექს ტელეში, ამად დიალო.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

აარონ ვან-ბისაკა (ჩემპიონთა ლიგა).

მსგავსი სიახლეები