ყველაზე მეტი გოლი სანაკრებო დონეზე - ირლანდიასთან მატჩში, კრიშტიანუ რონალდუ ამ რეკორდის მფლობელი გახდა და პორტუგალიის ნაკრების მაისურით 111 ბურთს მოუყარა თავი.
ამის აღსანიშნავად, Nike-მა პორტუგალიაში, მადეირაში CR7-ის სახელობის სტადიონი ააშენა. თანაც იმ ადგილას, სადაც რონალდუ გაიზარდა და ბავშვობის წლები გაატარა.
სტადიონზე პორტუგალიელმა არტისტმა AkaCorleone-მ იმუშავა, რომელმაც თითოეული დეტალი თავისი ხელით შექმნა და რონალდუს კარიერა 15 ეპიზოდით გადმოსცა.
ამის გარდა, Nike-მა გამოუშვა ახალი ბუცები სახელწოდებით CR110, რომელიც რეკორდს და ისტორიულ 110-ე გოლს ეძღვნება.
ბუცი ოქროსფერი დეტალებით არის შექმნილი და მასზე დაწერილი არის ციფრი - 90+3, დრო, როდესაც რონალდუმ პირველი გოლი გაიტანა პორტუგალიის მაისურით.