წლევანდელ სეზონში, ედინსონ კავანი "მანჩესტერ იუნაიტედის" ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა. ასაკისდა მიუხედავად, ურუგვაელი შესანიშნავად გამოიყურება.
"წითელ ეშმაკებს" კავანისთან მხოლოდ 1-წლიანი ხელშეკრულება აკავშირებთ, შესაბამისად ის სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება.
სამხრეთ ამერიკული გამოცემა, Ole, "მატადორის" შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს. მათი თქმით, ედიმ გადაწყვეტილება მიიღო.
ურუგვაელი, თავისთავად, სეზონს "იუნაიტედში" დაასრულებს, შემდეგ კი გუნდს დატოვებს და კარიერას "ბოკა ხუნიორსში" გააგრძელებს.
რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია ოფიციალური არ არის და მედიაში მხოლოდ ჭორის დონეზე ვრცელდება, დანარჩენი კი ზაფხულში ან იქამდე გახდება ცნობილი.