სულშერი: "ჩვენ რა თქმა უნდა ამ ტიტულისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ"

სულშერი: "ჩვენ რა თქმა უნდა ამ ტიტულისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ"

ოლე გუნარ სულშერმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა იქნება "მანჩესტერ იუნაიტედის" მიზანი წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაზე.

"მიზანი ყოველთვის გამარჯვება და ტიტულის მოპოვებაა, მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ ეს ძალიან რთული იქნება.

ეს ყოველთვის რთულია, მაგრამ ჩვენ დავიმატეთ გამოცდილი და მაღალი დონის ფეხბურთელები, ასევე გვყავს ძალიან კარგი ახალგაზრდა მოთამაშეები და ჩვენ გაცილებით უკეთ ვართ მომზადებულები ყველაფრისთვის.

ვფიქრობ, რომ ზოგჯერ ახალგაზრდა მოთამაშეებითაც შეიძლება წარმატების მიღწევა, მაგრამ ზოგ მატჩებში გამოცდილება უდიდეს როლს თამაშობს."- განაცხადა სულშერმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს "მანჩესტერი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს გამართავს, სადაც "იანგ ბოისს" დაუპირისპირდება.

 

2 დღის წინ
122 / 0
Giorgi
poll გამოკითხვა

რომელ ადგილზე დაასრულებს გუნდი სეზონს ?

1
2
3
4
ოთხეულს მიღმა
სულ პასუხები: 71
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარკუს რეშფორდი, ალექს ტელეში, ამად დიალო.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

აარონ ვან-ბისაკა (ჩემპიონთა ლიგა).