სულშერის და მაგუაიერის კომენტარები ვან-ბისაკას წითელ ბარათზე

სულშერის და მაგუაიერის კომენტარები ვან-ბისაკას წითელ ბარათზე

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩი დათმო და ახალი სეზონის გათამაშება კატასტროფულად დაიწყო.

შეხვედრის ერთ-ერთი ანტიგმირი აარონ ვან-ბისაკა გამოდგა, რომელმაც წითელი ბარათი პირველივე ტაიმში მიიღო და გუნდი 10 კაცით დატოვა.

მატჩის შემდეგ, ჰარი მაგუაიერმა და ოლე გუნარ სულშერმა ინგლისელი განაპირა მცველის ბარათზე მცირე კომენტარი გააკეთეს.

"ეს მცირედით ხელოვნური საფარის ბრალია. აარონს ბურთი გაექცა, შემდეგ კი მისკენ დაიწყო მოძრაობა.

არბიტრის გადაწყვეტილებაზე შედავება რთულია, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ აარონს მთლიანი ფეხი არ მოურტყია კოჭში და მეტოქეს მხოლოდ ფეხის წვერი მოარტყა", - განაცხადა ოლემ.

"ვიცი, რომ ყველა ვარდნას აქვს მიზეზი. ნებისმიერ ვარდნაზე შეიძლება დაჯარიმება, თუ ფეხი ბურთს გაცდება, მეტს ვერ ვიტყვი", - დასცინა კაპიტანმა.

2 დღის წინ
324 / 0
George
poll გამოკითხვა

რომელ ადგილზე დაასრულებს გუნდი სეზონს ?

1
2
3
4
ოთხეულს მიღმა
სულ პასუხები: 71
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარკუს რეშფორდი, ალექს ტელეში, ამად დიალო.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

აარონ ვან-ბისაკა (ჩემპიონთა ლიგა).