კატასტროფული მაჩვენებელი - სულშერს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში არ გამოსდის

კატასტროფული მაჩვენებელი - სულშერს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში არ გამოსდის

პრემიერ ლიგაში ბრწყინვალედ დაწყებული სეზონის შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა და ისევ მიწაზე დაეშვა.

"იანგ ბოისი", შვეიცარია, გაგდებული აარონ ვან-ბისაკა და მოტრიალებული მატჩი - ინგლისელებმა პირველივე მატჩი დათმეს.

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგის ეგიდით ოლე გუნარ სულშერმა 11 მატჩში უხელმძღვანელა "მანჩესტერს" და აქედან 7 შემთხვევაში, გუნდი დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ არც ერთი მატჩი ფრედ არ დასრულებულა, შესაბამისად გუნდმა 4 გამარჯვება მოიპოვა - "პარი სენ-ჟერმენი" (2-ჯერ), "ლაიფციგი", "ბაშაქშეჰირი".

"იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგის მომდევნო მატჩს 29 სექტემბერს, ოლდ ტრაფორდზე, "ვილიარეალის" წინააღმდეგ გამართავს.

 
2 დღის წინ
70 / 0
George
poll გამოკითხვა

რომელ ადგილზე დაასრულებს გუნდი სეზონს ?

1
2
3
4
ოთხეულს მიღმა
სულ პასუხები: 71
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარკუს რეშფორდი, ალექს ტელეში, ამად დიალო.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

აარონ ვან-ბისაკა (ჩემპიონთა ლიგა).