სულშერი ლინგარდის შეცდომაზე: "სხვა დროს, ის ასე აღარ მოიქცევა"

სულშერი ლინგარდის შეცდომაზე: "სხვა დროს, ის ასე აღარ მოიქცევა"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი "იანგ ბოისთან" ბოლო წუთზე, ჯესი ლინგარდის შეცდომის შემდეგ დათმო.

"წითელი ეშმაკები" იგებდნენ, თუმცა აარონ ვან-ბისაკას მოედნიდან გაძევების შემდეგ, გუნდს გაუჭირდა და საბოლოოდ, მასპინძლებმა მოიგეს.

მატჩის შემდეგ, ოლე გუნარ სულშერმა ლინგარდის შეცდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას ფრთხილად თამაში სურდა.

"ეს იყო კონცენტრაციის ნაკლებობა, შეცდომები დავუშვით და დავუსაჯეთ. ასე მოგვივიდა გასულ წელსაც, როდესაც ბაშაქშეჰირთან 2 გოლი კონტრშეტევიდან გავუშვით და მატჩი ბოლო წამებზე წავაგეთ.

ჯესის ფრთხილად სურდა თამაში, თუმცა არაზუსტი პასი გააკეთა და გოლი გავუშვით, ფეხბურთში ეს ხდება. თუ ჯესი ასეთ სიტუაციაში მოხვდება, ის ასე აღარ მოიქცევა, შემოტრიალდება და ბურთს წინ მოიგერიებს", - განაცხადა ოლემ.

ასევე იხილეთ: ლინგარდმა "იუნაიტედი" დაღუპა - კოშმარული საღამო შვეიცარიაში (ვიდეო)

2 დღის წინ
406 / 0
George
poll გამოკითხვა

რომელ ადგილზე დაასრულებს გუნდი სეზონს ?

1
2
3
4
ოთხეულს მიღმა
სულ პასუხები: 71
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარკუს რეშფორდი, ალექს ტელეში, ამად დიალო.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

აარონ ვან-ბისაკა (ჩემპიონთა ლიგა).