კინის და სერ ალექსის დაპირისპირება - რუნიმ როის "იუნაიტედიდან" წასვლა გაიხსენა

კინის და სერ ალექსის დაპირისპირება - რუნიმ როის "იუნაიტედიდან" წასვლა გაიხსენა

როი კინმა "მანჩესტერ იუნაიტედში" დიდი ისტორია დაწერა და გუნდს ერთგულად ემსახურა, თუმცა მას კლუბის დატოვება სკანდალურად მოუწია.

2005 წელს, "მანჩესტერის" ოფიციალურ ტელევიზიასთან საუბრისას როიმ მოთამაშეები გააკრიტიკა, რასაც მისი გაშვება მოჰყვა.

ეს ამბავი უეინ რუნიმ გაიხსენა და მან აღნიშნა, რომ ასე გაგიჟებული სერ ალექს ფერგიუსონი იქამდე არასდროს უნახავს.

"მგონი, ყველამ კარგად იცის, რომ სანამ როი კინი გუნდს დატოვებდა, იქამდე შეხვედრა გაიმართა. დეტალებს ვერ მოვყვები, თუმცა როი თანაგუნდელებს აკრიტიკებდა და ამით ფერგიუსონი კმაყოფილი არ იყო.

როიმ თქვა, რომ ყველა ერთად შეგვეხედა ამისთვის და ჩვენ ფერგიუსონის ოფისში მივედით. მე ჯერ კიდევ 18-19 წლის ვიყავი. ყველამ ვუყურეთ და როიმ იკითხა, ჰქონდა თუ არა ვინმეს პრობლემა, რაზეც ყველამ 'არა' უპასუხა.

სიმართლე რო ვთქვა, იქ ისეთი არაფერი მომხდარა და პრობლემა აშკარად როის ჰქონდა. კამათი დაიწყო და ბევრი რამ ითქვა, შემდეგ კი ფერგიუსონი თავის მაგიდას გადმოახტა, ვუყურებდი და ვფიქრობდი, რომ ეს სიგიჟე იყო.

ის მაგიდას გადმოახტა და საჩხუბრად გაიწია, თუმცა გავაშველეთ, შემდეგ კი სიტუაცია ჩაწყნარდა. ასეთი ფერგიუსონი არ მინახავს.

მომდევნო დღეს, როი ვარჯიშზე მოვიდა, 30 წუთში ბაზა დატოვა, მას შემდეგ ის იქ აღარ გვინახავს", - განაცხადა რუნიმ.

1 თვის წინ
414 / 0
George