სტიუარდმა პირველი კომენტარი გააკეთა: "ვიფიქრე - ღმერთო, ნუთუ მოვკვდი ?"

სტიუარდმა პირველი კომენტარი გააკეთა: "ვიფიქრე - ღმერთო, ნუთუ მოვკვდი ?"

"იანგ ბოისისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" მატჩის დაწყებამდე, კრიშტიანუ რონალდუმ ბურთი ერთ-ერთ სტიუარდს იმდენად ძლიერად მოარტყა, რომ კინაღამ გათიშა.

მომდევნო დღეს, შვეიცარიული გამოცემა Blick დაუკავშირდა ამ სტიუარდს და მან პირველი კომენტარიც გააკეთა.

"ბურთი თავში ძალიან მტკივნეულად მომხვდა. შოკში ჩავვარდი და დავეცი, ვერ მივხვდი, რა მოხდა.

როცა გამოვფხიზლდი, რონალდუ დავინახე და ვიფიქრე - 'ღმერთო, ნუთუ მოვკვდი?', მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე.

რონალდუმ კი მითხრა - 'არა, მაპატიე! როგორ ხარ ?', თავი ძალიან მტკიოდა, თუმცა რონალდუს დანახვის და ბოდიშის მოსმენის შემდეგ, გამოვკეთდი", - იხსენებს სტიუარდი მარისა ნობილე.

1 თვის წინ
233 / 0
George