როდის გაუფორმებს "მანჩესტერი" ფერნანდეშს ახალ კონტრაქტს - ფაბრიციო რომანოს სიახლე

როდის გაუფორმებს "მანჩესტერი" ფერნანდეშს ახალ კონტრაქტს - ფაბრიციო რომანოს სიახლე

ფაბრიციო რომანო იუწყება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" ბრუნო ფერნანდეშთან ახალი კონტრაქტის გაფორმება 2021 წლის ბოლომდე სურს.

"იუნაიტედისთვის" ბრუნოსთან კონტრაქტის გახანგრძლივება პრიორიტეტს წარმოადგენს და ისინი ამაზე უკვე ივლისიდან მუშაობენ.

გუნდსა და ფეხბურთელს შორის სიტუაცია პოზიტიურია, კარიერის "მანჩესტერში" გაგრძელება ბრუნოს ინტერესებშიც შედის.

"მანჩესტერს" ბრუნოსთვის 5-წლიანი კონტრაქტის გაფორმება სურს, რის მიხედვითაც პორტუგალიელის ანაზღაურება 250,000 ევრო იქნება.

1 თვის წინ
101 / 0
Giorgi