ლინგარდი: "ფეხბურთში შეცდომები ხდება, მაგრამ თავი ხელში უნდა ავიყვანოთ"

ლინგარდი: "ფეხბურთში შეცდომები ხდება, მაგრამ თავი ხელში უნდა ავიყვანოთ"

ჩემპიონთა ლიგაზე "მანჩესტერ იუნაიტედი" "იანგ ბოისის" წინააღმდეგ 2-1 დამარცხდა, შვეიცარიელების მეორე გოლი კი ჯესი ლინგარდის შეცდომას მოყვა.

ჯესიმ დუმილი დაარღვია და ამ მომენტის შესახებ ტვიტერზე პოსტი გამოაქვეყნა:

"ეს ღამე მტკივნეული იყო. ყოველთვის როცა მაისურს ვიცვამ, იმედი მაქვს, რომ ხალხს ესმის, თუ რას ნიშნავს ეს ჩემთვის.

როდესაც გავდივარ, ყოველთვის მინდა რომ კლუბისთვის, გუნდისთვის და გულშემატკივრებისთვის საუკეთესო გავაკეთო. გაბრაზებული ვარ, დამარცხებაში ჩემი წვლილის გამო. ფეხბურთში შეცდომები ხდება, მაგრამ თავი ხელში უნდა ავიყვანოთ და წინსვლა განვაგრძოთ."- დაწერა ლინგარდმა ტვიტერზე.

 

1 თვის წინ
89 / 0
Giorgi