"მანჩესტერის" ფეხბურთელები ლინგარდს მხარში ამოუდგნენ

"მანჩესტერის" ფეხბურთელები ლინგარდს მხარში ამოუდგნენ

"მანჩესტერ იუნაიტედის" პირველი მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებელი გამოდგა და "წითელი ეშმაკები" ჯესი ლინგარდის დაშვებული შეცდომის გამო დამარცხდნენ.

ლინგარდმა ტვიტერზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც შემდეგ თანაგუნდელებმა მისი მხარდაჭერა გამოხატეს.

პოლ პოგბა: "წარმატების ჭეშმარიტი საზომი ის არის, თუ რამდენჯერ დაბურნდები წარუმატებლობის შემდეგ. ჩვენ ძლიერები ვართ, ძმაო."

ბრუნო ფერნანდეში: "ჩვენ ერთად ვმარცხდებით და ერთად ვიმარჯვებთ."

დიოგო დალო: "ყოველთვის შენთან ერთად ვართ. ერთად ვიმარჯვებთ და ვმარცხდებით."

ასევე მხარდაჭერა გამოხატეს ხუან მატამ, ალექს ტელეშმა და დავიდ დე ხეამ.

1 თვის წინ
146 / 0
Giorgi