მოიპოვებს თუ არა დალო ვან-ბისაკას ადგილს?!

მოიპოვებს თუ არა დალო ვან-ბისაკას ადგილს?!

როგორც MEN იუწყება დიოგო დალო დარწმუნებულია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ძირითადი მარჯვენა მცველი გახდება და აარონ ვან-ბისაკას ადგილს წაართმევს.

მან სათამაშო დრო ჩემპიონთა ლიგაზე უკვე მიიღო. მას შემდეგ, რაც ვან-ბისაკა წითელი ბარათით დაისაჯა, ოლე გუნარ სულშერმა თამაშში პორტუგალიელი ჩართო.

დალო ოპტიმისტურად არის განწყობილი და ფიქრობს, რომ რეგულარუ სათამაშო დროს მიიღებს და უფრო მეტ თამაშს ჩაატარებს, ვიდრე ინგლისელი მარჯვენა მცველი.

ჩემპიონთა ლიგაზე დალო აუცილებლად მიიღებს კიდევ უფრო მეტ სათამაშო დროს, რადგანაც ვან-ბისაკა წითელი ბარათის გამო ორ მატჩს გამოტოვებს.

1 თვის წინ
108 / 0
Giorgi