ოლეს პასუხი კითხვაზე - "ვინ დაარტყამს პენალტებს იუნაიტედში ?"

ოლეს პასუხი კითხვაზე - "ვინ დაარტყამს პენალტებს იუნაიტედში ?"

კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ, მედიაში აქტიურად ისმის ერთი კითხვა, ვინ დაარტყამს პენალტებს "მანჩესტერ იუნაიტედში".

ამ კითხვას ოლე გუნარ სულშერმა უპასუხა, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, მან არ დაასახელა მთავარი პენალტისტი.

"ვიცოდი, რომ ეს შეკითხვა დაისმეოდა. რა თქმა უნდა ორივე ფეხბურთელთან მქონდა საუბარი ამ საკითხის შესახებ.

ჩვენ გვყავს ორი ფეხბურთელი, ჩემი სიცოცხლე რომ მათი პენალტების შესრულებაზე იყოს დამოკიდებული, ორივეს ვენდობოდი.

საბოლოოდ ეს ჩემი გადაწყვეტილება იქნება, ისინი გააგრძელებენ თავისი საქმის კეთებას და საჭირო მომენტში მე გადავწყვეტ თუ ვინ შეასრულებს პენალტს."- განაცხადა სულშერმა

1 თვის წინ
318 / 0
George