"მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერ ლიგურ დაპირისპირებაში 3-1 დაამარცხა "ნიუკასლი", მატჩის დროს კი საინტერესო კადრი დაფიქსირდა.
"წითელი ეშმაკების" ვეტერან მეკარეს, ლი გრანტს, მოედანზე გამოსვლა იშვიათად თუ უწევს, ასე რომ მან ახალი საქმე გამონახა.
ხუან მატას და შოლა შორეტაირის სათადარიგო სკამიდან შემოსვლისას, გრანტმა ნომრების ტაბლო დაიკავა და მეოთხე მსაჯის როლი შეითავსა.