დანიელ ჯეიმსის კომენტარი გუშინდელი გამარჯვების შემდეგ

დანიელ ჯეიმსის კომენტარი გუშინდელი გამარჯვების შემდეგ

"მანჩესტერ იუნაიტედმა" 3-1 გაიმარჯვა, მატჩის ერთ-ერთი გმირი კი დანიელ ჯეიმსი აღმოჩნდა, რომელმაც შეძლო გოლის გატანა.

"ნიუკასლთან" მატჩის შემდეგ, უელსელმა ფეხბურთელმა საინტერესო კომენტარი გააკეთა და საკუთარ ფორმაზე ისაუბრა.

"ხალხი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში ბევრს ვერ ვთამაშობდი, თუმცა მე მუდამ ვმუშაობ, რათა სათამაშოდ მუდამ მზად ვიყო.

ეს ჩემთვის სიტუაციის მოტრიალებაა. შარშანდელ სეზონში, იყო მომენტები, როდესაც ვერ ვთამაშობდი ისე, როგორც მსურდა. მე ვაგრძელებდი სავარჯიშო მოედანზე მაქსიმალურად გარჯას.

რაღაც პერიოდით, თავი მცირედით დავკარგე. თუმცა ვმუშაობდი მწვრთნელებთან ერთად, რათა ისევ მეპოვნა თავი და ვფიქრობ, რომ ეს შევძელი.

ყოველთვის მაქსიმუმს ვიღებ, როდესაც მწვრთნელი მენდობა და შანსს მაძლევს. ყველაფერს ვაკეთებ, რათა შემადგენლობას დავუბრუნდე. მე მომთმენი ვარ და ასეთი უნდა ვიყო. რისი სწავლა შეგიძლია, როდესაც არ თამაშობ ? სწორედ ამის.

ცუდი გოლი გავუშვით, თუმცა მეორე ტაიმში ერთიანად გამოვედით, ვიცოდით, რომ სივრცეები შეიქმნებოდა. უნდა გავაგრძელოთ მატჩების მოგება", - განაცხადა მატჩის შემდეგ ჯეიმსმა.

2 დღის წინ
128 / 0
George
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ MANCHESTER.GE-ის?

დადებითად
უარყოფითად
ჯერ მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 13
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ფილ ჯონსი, პოლ პოგბა.

red_yellow

ყვითელი და წითელი ბარათები

არავინ