ვინ არის შოლა შორეტაირი - 5 ფაქტი 17 წლის დებიუტანტზე

ვინ არის შოლა შორეტაირი - 5 ფაქტი 17 წლის დებიუტანტზე

"ნიუკასლთან" მატჩში 17 წლის შემტევის, შოლა შორეტაირის დებიუტი შედგა, რომლისგანაც "იუნაიტედში" დიდი მოლოდინები აქვთ. Tribuna-მ ახალგაზრდა მოთამაშეზე 5 საინტერესო ფაქტი შემოგვთავაზა.

  • უარით გასტუმრება - შორეტაირი სურდათ ისეთ გუნდებს, როგორებიც "ბაიერნი", "პარი სენ-ჟერმენი" და "ბარსელონა" არიან, თუმცა მან ყველა მათგანს უარი უთხრა და ინგლისში დარჩა.
  • რეკორდი ჩემპიონთა ლიგაზე - 14 წლის და 314 დღის ასაკში, შოლა შორეტაირს "იუნაიტედის" 19 წლამდელთა გუნდში დებიუტი ჰქონდა, თანაც ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე, რაც რეკორდია.
  • მრავალფუნქციური - თინეიჯერს შეუძლია როგორც ორივე ფლანგზე, ასევე ფორვარდად თამაში. წლევანდელ სეზონში, მან 3-ჯერ გაიტანა მარჯვენა ფლანგიდან, 2-ჯერ მარცხნიდან, ხოლო 1-ხელ ფორვარდის პოზიციიდან.
  • ამად დიალოს ფაქტორი - ახალგაზრდულ გუნდში, შოლამ ჰეთ-თრიქი შეასრულა, სამივე საგოლე გადაცემა მას დიალომ გაუკეთა. ახალგაზრდებს შორის უკვე არის კავშირი, რაც ნამდვილად ძალიან სასიხარულოა.
  • წარმოშობა - მიუხედავად იმისა, რომ შორეტაირი ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებებში თამაშობს, ის წარმოშობით ნიგერიიდან არის.
2 დღის წინ
380 / 0
George
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ MANCHESTER.GE-ის?

დადებითად
უარყოფითად
ჯერ მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 13
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ფილ ჯონსი, პოლ პოგბა.

red_yellow

ყვითელი და წითელი ბარათები

არავინ